logo
ENG



არესტოვიჩი: კრემლი ომში კრახს განიცდის, რაც ნიშნავს, რომ ყირიმსა და დონბასს დავიბრუნებთ

16 მაი 202208:57
3 წუთის საკითხავი
clock 1053
არესტოვიჩი: კრემლი ომში კრახს განიცდის, რაც ნიშნავს, რომ ყირიმსა და დონბასს დავიბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთმა დაკარგა ჯარის მესამედი პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუჰანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად.

მისი თქმით, კრემლი ომში კრახს განიცდის, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს.

"მათ შეუძლიათ აიღონ კიდევ ორი რამდენიმე სოფელი, თუმცა ეს არაფერს შეცვლის, მათ უკვე წააგეს. EU-ს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაჩნდა "მეოთხე ძალა" და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. ვიცით, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები. სრული კრახია. და ჩვენ გავაძლიერებთ მათ მარცხს, როდესაც კონტრშეტევაზე გადავალთ", - თქვა არესტოვიჩმა.


close დახურვა