logo
ENG



ახვლედიანი დეპუტატებს: არ გეჩვენებათ, ზოგჯერ აგრესიის მასტიმულირებელი ჩვენ ვართ, არა მედია

29 ნოე 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock 304
2022/11/29/67kmvdal73e7fj8.png

მე მეჩვენება, რომ დღეს ყველაზე მეტად საქართველოს აკლია და მათ შორის პარლამენტს, როგორც მეტად თუ ნაკლებად მისი ნების გამომხატველს, აკლია გამაერთიანებელი მუხტი. ეს მუხტი ვერსაიდან ვერ მოვა, ვერსაიდან ვერ ჩამოვა, თუ ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ვერ მოვახერხეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ალბათ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უდავოდ იქნებოდა ის, თუ ჩვენ მოვახერხებდით, რომ ჩვენ, აქ მყოფმა ადამიანებმა, დღეს რომ პარლამენტარები გვქვია, შევძლოთ და თავად გავემიჯნოთ ზიზღის და სიძულვილის ენას. ამის შემდეგ კი გვიკვირს, რატომ არის გაუტანლობა, ზიზღი, აგრესია, ზოგჯერ გაუგონარი აგრესიაც ქვეყანაში. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზოგჯერ ამის მასტიმულირებელი ჩვენ თავად ვართ, არა ვიღაცა სადღაც, რომელიღაც მედიაში ან სხვაგან, არამედ ჩვენ და აქ. იმიტომ, რომ ამ ტრიბუნას თავისი დატვირთვა აქვს, თავისი მნიშვნელობა აქვს, ცოტა კი გაუფერულდა, გაუფასურდა, მაგრამ მაინც.


close დახურვა