logo
ENG



ბაიდენი: მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს თუ ექნება ინტერესი, მოძებნოს ომის დასრულების გზა

02 დეკ 202200:54
3 წუთის საკითხავი
clock 595
2022/12/02/kduw731rpj6g4h1.jpg
Al Drago / Bloomberg / Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების გზის ძებნის სურვილი ექნება, ის მზადაა, პუტინს ესაუბროს.

ამის შესახებ ბაიდენმა ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს თუ ნამდვილად ექნება ინტერესი, გადაწყვიტოს, რომ ომის დასრულების გზას ეძებს - მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. თუ ასე მოხდება, ჩემს ფრანგ და NATO -ში მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან ერთად იმის გასაგებად თუ რა უნდა მას, რა აქვს გონებაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. იმავდროულად, ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რაც ემანუელ მაკრონმა თქვა: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს" - განაცხადა ბაიდენმა

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის გასვლაა, თუმცა მისი თქმით, რუსეთისთვის ომის დიდი ფასის მიუხედავად, როგორც ჩანს, პუტინი ამას არ აპირებს.

"ის ძალიან დიდ ფასს იხდის, რომ არ აკეთებს ამას [არ გადის უკრაინიდან], მაგრამ მას ასევე წარმოუდგენელი, წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტა მოაქვს უკრაინელი მოქალაქეებისთვის. საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, ბავშვთა სახლების დაბომბვა. რასაც ის აკეთებს ავადმყოფობაა" - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


close დახურვა