logo
ENG



ბერაიას თქმით, ბოლო 4 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პროპორციული სისტემის ჩაგდება იყო

02 სექ 202014:35
3 წუთის საკითხავი
clock 875
ბერაიას თქმით, ბოლო 4 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პროპორციული სისტემის ჩაგდება იყო

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი დაჩი ბერაიას თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება იყო. 

"ყველაზე მნიშვნელოვან რომელ პროცესში მივიღე მონაწილეობა - პროცესში, რომლის შედეგადაც ამომრჩეველს აქვს საშუალება, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება მთელი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. რეგიონებს აქვთ შესაძლებლობა, პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და თავისი ხმა მიაწვდინოს პარლამენტს", - თქვა დეპუტატმა. 

ირაკლი დაჩი ბერაია ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც  პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ და 2019 წლის ნოემბერში ხმა შესაბამისი საკონსტიტუციო კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს.

გასული წლის ნოემბერში მმართველმა გუნდმა 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის პირობა უკან წაიღო და ინიციატივა, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ჩააგდო. 

ქართული ოცნების ლიდერებმა კანონპროექტის ჩაგდება ე.წ ამბოხებულ მაჟორიტარებს დააბრალეს. მათ შორის ყველაზე აქტიურები დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი დაჩი ბერაია, კახა ოქრიაშვილი და მერაბ ქვარაია იყვნენ. 


close დახურვა