logo
ENG



ბერძენიშვილი თავდასხმაზე: წმინდანს აგინებს შენი ძმაო, ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო

06 ივნ 202214:43
3 წუთის საკითხავი
clock 1646

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი, დავით ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს დეპუტატ ხათუნა სამნიძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, დეტალებს იხსენებს.

როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მან დააპირა მშვიდად საუბარი თავდამსხმელთან, თუმცა ეს მათი ინტერესი არ იყო.  

"არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი, ჯერ სხვა თემებით, რომ აი მე, დაზარალებული ვარ და გომურს რომ იცავთ, მეც დავკარგე თვალი მაგრამ ჩემზე რატომ არ ლაპარაკობთ. მე გამახსენდა, რომ 2009 წლის 6 მაისზე საუბრობს ბატონი ხომასურიძე, როგორც მითხრა მერე გვარი.

მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი და რაღაცეების გარკვევა და მერე თქვა, რომ აი ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, შენც აყევი, მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო და მერე გადავიდნენ [გინებაზე], აქ ვერ გაივლიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას ხაზგასმით და სპეციალურად", - ამბობს ბერძენიშვილი.


close დახურვა