logo
ENG



ბექა დავითულიანი: ორი წელია ხაბეიშვილი ყველაფერს შვრება იმისთვის, რომ აქამდე მიეყვანა საქმე

24 იან 202017:25
3 წუთის საკითხავი
clock 371
fcsfq4flnsf5wcm.jpg

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ორი წელია ყველაფერს შვრება იმისთვის, რომ აქამდე მიეყვანა საქმე.

დავითულიანის განმარტებით, ერთი კვირის წინ ხაბეიშვილმა ტელევიზიის საშუალებით უმრავლესობის  ყველა წევრს იდიოტი და არაკაცი ფარჩაკები უწოდა, ხოლო როდესაც ამ ადამიანებმა იგივე სიტყვები ხაბეიშვილს გაუმეორეს არ ესიამოვნა და საპასუხო რეაქცია მიიღო.

„ეს ადამიანი ერთი კვირის წინ დაჯდა ეთერში, უმრავლესობის ყველა წევრს მიმართა და უწოდა იდიოტი, არაკაცი ფარჩაკები. დღეს იგივე სიტყვები გაუმეორა ჩვენმა გუნდის წევრმა, მას ჰქონდა რეაქცია და მიეღო ის პასუხი, რაც შურაცხყოფაზე შესაძლოა მიეღო. ადამიანები ვართ და ზოგი სიტყვიერად აყენებს შეურაცხყოფას და ზოგი ფიზიკურად, ძალიან ცუდია ამ რეჟიმში რომ ვართ. ორი წელია ეს ადამიანები ყველაფერს შვრება იმისთვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.


close დახურვა