logo
ENG



ბეღელური გახელაძეზე: ბიჭებისგან ვიცი, ცუდადაა, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ

01 აპრ 202113:32
3 წუთის საკითხავი
clock 520
ბეღელური გახელაძეზე: ბიჭებისგან ვიცი, ცუდადაა, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ
ფოტო: ლადო ბიჭაშვილი

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელური მისი დაკავებისა და იქ მყოფი ზაზა გახელაძის ამბავს იხსენებს. ბეღელურის თქმით, გახელაძესთან დალაპარაკება ვერ მოასწრო, თუმცა ციხეში ხედავდა და "ბიჭებისგან" იცის, რომ ოჯახზე დარდობს.

"სოფელ ხელჩუაში დამაკავეს, ამიყვანეს ბაზაზე და ცხინვალში გადამიყვანეს. [...] გახელაძე მესამე სართულზეა, მე პირველზე ვიყავი. შეხვედრები ვერ ხდებოდა. ცუდად არის ბიჭი, ნერვიულობითა, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ. ვერ მოვასწარი მათთან საუბარი. [ცუდად რომ არის] ბიჭებისგან ვიცი", - თქვა რამაზ ბეღელურმა ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, იგი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ბეღელური ცხელი ხაზის მეშვეობით აქტიური კომუნიკაციითა და მოლაპარაკებების შედეგად განთავისუფლდა. 


close დახურვა