logo
ENG



ბიძინამ პროპორციული რომ შესთავაზოს ოპოზიციას, მე შემაფერხებელი არ უნდა ვიყო - უგულავა

07 მარ 202022:24
3 წუთის საკითხავი
clock 494

„არ მინდა, ჩემმა პირადმა ფაქტორმა შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მის მიერვე ციხიდან გავრცელებულ წერილს. 

როგორც გიგი უგულავამ გიორგი თარგამაძესთან სატელეფონო ინტერვიუში განმარტა, პოლიტპატიმრების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი პირადი მოსაზრებაა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა უფრო მაღლა დგას და, შესაბამისი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა დათანხდეს მას.

„შევეჩვიე უკვე ასეთ ამპლუას. მე არ მინდა ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულთან მიახლოებულს შესთავაზებს საზოგადოებას - მე ვთვლი, რომ მხარი უნდა დაუჭიროს ამას ოპოზიციამ.  მიუხედავად იმისა, მეორე მოთხოვნაზე წამოვა თუ არა "ქართული ოცნება". ხვალ რომ ივანიშვილს ჭკუა გადაუბრუნდეს და პროპორციული შესთავაზოს, მაგრამ უგულავა ციხეში უნდა იყოს - არ მინდა, რომ ქვეყნისთვის რაცაა მნიშვნელოვანი, იმის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს ჩემი პირადი ფაქტორი. ეს მინდოდა შემეთავაზებინა კოლეგებისთვის და მხარდაჭერა გამომეცხადებინა. ის, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან“, არის თაღლითობა. ქვედა ზღვარი ჩემმა კოლეგებმაც იციან, რომ გადის 125/25-ზე, მაგრამ ვიმეორებ, რომ მე მხარდაჭერას ვუცხადებ ოპოზიციურ ერთობას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს ე.წ. ფონდის საქმეზე. მისი დაკავების შემდეგ ოპოზიციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

 

 


close დახურვა