logo
ENG



ბლინკენი: შეშფოთებულები ვართ ჩინეთის რუსეთთან სიახლოვით, არ მჯერა, რომ ჩინეთი ნეიტრალურია

09 ივლ 202217:24
3 წუთის საკითხავი
clock 1062
2022/07/09/zpt110skeo8mn5m.jpg
Stefani Reynolds/ Pool via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პეკინის მოსკოვთან კავშირებით შეშფოთებულია.

მედიის ცნობით, დიპლომატებს შორის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში რუსეთის ომსა და აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს, 5 საათს გაგრძელდა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიახლოვით რუსეთთან. მე არ მჯერა, რომ ჩინეთი ნეიტრალურად მოქმედებს" - განაცხადა ბლინკენმა. 

ბლინკენმა განაცხადა რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის 13 ივნისს გამართულმა დიალოგმა ცხადყო, რომ ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის გადაწყვეტილებას არ ცვლის.

აშშ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აფრთხილებს ჩინეთს, რომ რუსეთთან დაახლოებისა და უკრაინაში ომის ხელშეწყობის შემთხვევაში ის მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. მათ შორის, აშშ-მ შესაძლოა ჩინეთს სანქციები დაუწესოს, თუ ის მოსკოვს ომში საჭირო მასალას გაუგზავნის.

ასევე აღსანიშვანია, რომ ბლინკენმა დიდი ოცეულის შეხვედრაზე სერგეი ლავროვთან დიალოგზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ამ დროისთვის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში.

„პრობლემა ესაა: ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს რომ რუსეთი, ამ მომენტისთვის, მზადაა, ჩაერთოს შინაარსიან დიპლომატიაში“ - განაცხადა ბლინკენმა.

ჩინეთის ცნობით, ვანმა ბლინკენს გაუზიარა საკუთარი ხედვა უკრაინის საკითხზე. და ასევე უთხრა, რომ არსებობს საფრთხე, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები გამწვავდება, ამის მიზეზი კი მისი თქმით "აშშ-ის მიერ ჩინეთის აღქმაა".

„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იტანჯება მზარდი სერიოზულობის 'სინოფობიის' შეტევებით“ - განაცხადა ვანმა.

ჩინეთის საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, რაც შეიძლება მალე უნდა გააუქმოს ჩინეთისთვის დაწესებული დამატებითი ტარიფები და შეწყვიტოს ჩინურ კომპანიებზე ცალმხრივი სანქციების დაწესება.

აშშ-მ კი შეხვედრამდე განაცხადა, რომ დიალოგი აშშ-ისა და ჩინეთის რთულ ურთიერთობას და კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეების პრევენციას შეეხებოდა.

„მომავალში აშშ-ს სურს რომ ჩვენი კომუნიკაციის გზები პეკინთან ღია დარჩეს“ - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში ისაუბრებენ.

 

close დახურვა