logo
ENG



ბოკერია: ეს ამბავი - ერთი იძახის, დავბრუნდები და მეორე - ვერ დაბრუნდები, უნდა დასრულდეს

27 აგვ 202019:05
3 წუთის საკითხავი
clock 359
ბოკერია: ეს ამბავი - ერთი იძახის, დავბრუნდები და მეორე - ვერ დაბრუნდები, უნდა დასრულდეს

"ევროპული საქართველოს და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთი და იგივე სცენარი, რომ ერთი იძახის - დავბრუნდები და მეორე იძახის, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე მმართველი გუნდის შეფასებებს. 

ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანა ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეს.

"ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ამაში იგულისხმება ისიც, რომ ეს დისკუსია - ვიღაც იძახის მეხუთეჯერ, რომ ბრუნდება და ვერ ბრუნდება, იმიტომ, რომ დევნილია, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურ დევნას აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი. ეს წრე, რომ პოლიტიკური დევნილები არსებობენ, უნდა დასრულდეს. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა", - თქვა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, ქვეყანას პოლიტიკური დევნილები ჰყავს და ევროპული საქართველო ამ ვითარებას დაასრულებს არამარტო ერთი ფიგურისთვის, არამედ ყველასთვის. 

ცნობისთვის, სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.


close დახურვა