logo
ENG



ბოლო 7 თვეში ექსპორტი თითქმის 17%-ით, იმპორტი კი თითქმის 18%-ით შემცირდა

13 აგვ 202011:20
3 წუთის საკითხავი
clock 561
o86tp633dxvgde6.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ 7 თვეში ექსპორტი 16,8%-ით (1 758.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 17,9 პროცენტით შემცირდა (4 272.1 მლნ. აშშ დოლარი). 

ამავე პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17,6%-ით ნაკლებია. 

საქსტატის გამოთვლით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,7% შეადგინა.


close დახურვა