logo
ENG



ბოჭორიშვილი: საუბარია იმაზე, რომ არ გადადგა ნაბიჯები, რამაც შეიძლება, ომამდე მიგიყვანოს

09 ივლ 202215:44
3 წუთის საკითხავი
clock 676
ბოჭორიშვილი: საუბარია იმაზე, რომ არ გადადგა ნაბიჯები, რამაც შეიძლება, ომამდე მიგიყვანოს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რომ არა უკრაინაში რუსული აგრესია, დღის წესრიგში არ იდგებოდა საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროპული პერსპექტივის საკითხი. მისი თქმით, ეს თემა ობიექტურმა რეალობამ წამოწია. 

მაკა ბოჭორიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, ვინ არიან ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, უპასუხა, რომ აქ არ არის საუბარი მოწოდებაზე, რომ ომი დაიწყო.

"აქ არის საუბარი, რომ შენ არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რამაც შეიძლება მიგიყვანოს ომამდე. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გამომდინარე იმ სიღრმეებიდან, როგორი სიღრმეებიდან უყურებ ქართულ საფრთხეებს და საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, შენ შეიძლება მოგიწიოს თუნდაც ასეთი რჩევის მიცემა ქვეყნისადმი, რომელმაც შეიძლება საფრთხე გაზარდოს ქვეყნისთვის და არა შეამციროს. ამაზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც იმაზე, რომ ვიღაც დგას და ჩვენ გვეუბნება, წადი შენ, აუცილებლად ომში ჩაებიო. მაგრამ შეიძლება რაღაც ნაბიჯებმა მიგიყვანოს იქამდე". - ამბობს ქართული ოცნების წევრი. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პირდაპირ და ირიბად არაერთხელ გაიმეორეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომი ვერ აირიდა, ისევე, როგორ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს.

გარდა ამისა, ისინი ხაზს უსვამენ "საქართველოს ომში ჩართვის" სურვილს დასავლეთის - ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. მმართველი პარტიის წევრების ამ განცხადებებს და ომში ჩათრევის ნარატივებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რუსული ფსბ-ის დეზინფორმაცია უწოდა. 


close დახურვა