logo
ENG



გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, იმისთვის რომ გადარჩეს - გოგი თოფაძე ჟვანიაზე

03 აგვ 202019:58
3 წუთის საკითხავი
clock 1131

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ბუსა ჟვანიამ გამოიგონა, თითქოს დაჭრილი იყო. 

თოფაძის მტკიცებით, ჟვანია საავადმყოფოში იმისთვის დაწვა, რომ  "გადარჩეს". 

"ის კაცი ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ მოვარდა საავადმყოფოში დილის 9-ის ნახევარზე. შევარდა კლინიკაში, გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, მერე საღამოს კიდე მოვიდა, ექიმიც მოიყვანა. კიდე დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს", - ამბობს თოფაძე. 

რაც შეეხება მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ლევან თოფაძე მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. თოფაძე ამბობს, რომ მათი ოჯახი ჟვანიებთან მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებს. 

"მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ველაპარაკე რამდენიმე წუთი და მერე გამომიშვეს. მერე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მუხლი ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ჩემი შვილი კინაღამ მოკლეს. მან უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს ეს პირველი შემთხვევა არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ. 

"ფორმულა ნიუსი" ბუსა ჟვანიას ოჯახთან დაკავშირებას და დეტალების გარკვევას ცდილობდა, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,  საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა დაკავებული.


close დახურვა