logo
ENG



გამოვლინდა COVID 19-ის 2 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 პირი, ჩატარდა 18 149 ტესტი

09 იან 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock 555

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 18 149 ტესტი, მათგან 11 095 კვლევა ანტიგენის და 7 054 PCR ტესტი

გარდაიცვალა 22 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 529. 

კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის საერთო რაოდენობამ 238 086-ს მიაღწია. 

სულ გამოჯანმრთელდა 224 718 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 2 750-ია. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592. 

მათგან: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 874, აჭარაში - 352, იმერეთში - 725.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში - 382, აჭარაში - 75, იმერეთში - 198. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30. 754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 40, ხოლო იმერეთში - 24.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 406  პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 113 პირი, აჭარაში - 1 884, იმერეთში - 2 358.


close დახურვა