logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 006 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ჩატარდა 17 349 ტესტი

26 იან 202110:54
3 წუთის საკითხავი
clock 802
გამოვლინდა კორონავირუსის 1 006 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ჩატარდა 17 349 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1050 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენით, 11 492 კი PCR ტესტით.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  •  თბილისი - 426;
  • აჭარა - 23;
  • იმერეთი - 202;
  • ქვემო ქართლი - 49;
  • შიდა ქართლი - 79;
  • გურია - 17;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98;
  • კახეთი - 69;
  • მცხეთა-მთიანეთი - 22;
  • სამცხე-ჯავახეთი -15;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

რაც შეეხება ინფიცირებული ადამიანების მდგომარეობას, 3 069 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 689 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 193 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 244 446 პაციენტი გამოჯანრთელდა, 3 096 კი გარდაიცვალა.  


close დახურვა