საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა, 748 კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 15 891 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 8 767 ანტიგენის ტესტით, 7 124 PCR ტესტით.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- თბილისი 561;
- აჭარა - 112;
- იმერეთი - 196;
- ქვემო ქართლი - 69;
- შიდა ქართლი - 111;
- გურია - 18;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131;
- კახეთი - 84;
- მცხეთა-მთიანეთი - 41;
- სამცხე-ჯავახეთი - 26;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 3 780 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 808 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 240 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.