logo
ENG



გამყრელიძე: არის ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს

03 აგვ 202112:06
3 წუთის საკითხავი
clock 2031
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2 აგვისტოს 3 ათასამდე ადამიანი აცრაზე არ არ მივიდა. გამყრელიძე ამბობს, რომ IT-სამსახურებთან ერთად მიზეზებს სწავლობენ.

"რაღაც ეჭვი შეიძლება იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს. თუმცა არის მეორე, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან მესამე მიზეზი, დაჯავშნილი ჰქონდათ მაგალითად სინოფარმზე და შემდეგ გადაჯავშნეს ფაიზერზე", - აღნიშნავს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი. ბოლო 24 საათში 44 ათასამდე ტესტირება ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%.

3 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.
 

close დახურვა