logo
ENG



გამყრელიძე: ივლისიდან დღეში 10-15 ათასი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლოს 1.7 მლნ იყოს აცრილი

07 მაი 202114:27
3 წუთის საკითხავი
clock 938
გამყრელიძე: ივლისიდან დღეში 10-15 ათასი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლოს 1.7 მლნ იყოს აცრილი
საქართველოს მთავრობა

სამიზნე გვაქვს, რომ სულ მცირე, 5 [ათასზე] ავიდეთ მაისში დღიური აცრებით, ივნისში 6-7-მდე, ივლისიდან კი გვინდა მასობრივი იმუნიზაცია გაიშალოს ქვეყანაში და გვქონდეს 10-დან 15 ათასამდე აცრა. თუ ამას გავაკეთებთ, დეკემბრის ბოლოს გავალთ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც გვინდა - ანუ აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 60%, ანუ 1.7 მლნ ადამიანი.

ეს შექმნის საზოგადოებრივ იმუნიტეტს. ჩვენ აღარ გვექნება მეოთხე, მეხუთე ტალღები, არ გვექნება ყოველდღიურად ტრაგიკული 15-20 გარდაცვალება. ეს მიიღწევა ინტენსიური ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებების დაცვით, ესაა პირბადე და დიდი თავშეყრების დაცვა. დისტანციას და სანიტარულ წესრიგს, მე მგონია, უკვე მივეჩვიეთ.


close დახურვა