logo
ENG



გამყრელიძის თქმით, თუ სინოფარმი ავტორიზაციას ვერ მიიღებს, აცრილი პირები მაინც იმოგზაურებენ

04 მაი 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock 4063

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ სინოფარმმა WHO-ს ავტორიზაცია ვერ მიიღო, ამ ვაქცინით აცრილი მოქალაქეები მოგზაურობას მაინც შეძლებენ. ამით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, შეძლებენ თუ არა სინოფარმით აცრილი მოქალაქეები მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი WHO-ს ავტორიზაციას ვერ მიიღებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ თავისუფლად", - ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, კოვიდ პასპორტებზე წინასწარი სამუშაოები დასრულებულია.

"წინასწარი მუშაობები კოვიდ პასპორტზე დასრულებულია ჩვენთან. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს კოვიდ პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას წარუდგენს, როგორ მუშაობს ეს კოვიდ პასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია დღეს დაიწყო.

სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

დეტალურად ნახეთ აქ.

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმონ და გაითვალისწინონ ვაქცინაციის კამპანიები და ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში.

კომისიის წინადადებაა, წევრ ქვეყნებში შესვლის უფლება არაგადაუდებელი მიზნებისთვის შესვლის უფლება მიეცეთ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან არიან, არამედ მათაც, ვისაც მიღებული აქვს ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზა, მათ შორის, მეორე დოზა გაიკეთეს 14 ან მეტი დღით ადრე.

 


close დახურვა