logo
ENG



გახარია 20 ივნისზე: ეს ბრძანება არ ყოფილა, არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა

31 მაი 202119:02
3 წუთის საკითხავი
clock 1202

გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლის ბრძანება არავის გაუცია, თუმცა ის კვლავ იმეორებს, რომ მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ბრძანება იყო გაცემული სამართალდამცველების მიმართ.

„ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა. არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ - არ მაქვს პრობლემა. 

იმის მაგივრად, რომ სენსიტიური საკითხი ამ დისკუსიაში რაც პოლიტიკური ანგაჟირებულობის ამბავში გამოიყენოთ, შეგიძლიათ საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ - იყო თუ არა დათვის ტყვია, სჭირდებოდა თუ არა ბრძანების გაცემა", - განაცხადა გახარიამ.

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, გაიმეორებდა თუ არა იმავეს, გახარია პასუხობს, რომ კვლავ დაიცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„შტურმის მცდელობა დაიწყო 12ის ნახევრიდან. მანამდე პოლიცია ითმენდა ფიზიკურ შეტევებს. სამართალდამცავებს ჰქონდათ ბრძანება, დაეცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები. ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს", - უპასუხა გიორგი გახარიამ.

 

 

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია სამარტალდამცველებმა წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და ე.წ. დათვის ტყვიებით დაშალეს. 

აქციაზე შეკრებილები სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომას აპროტესტებდნენ.

აქციის დარბევისას დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც. მაკო გომურს, გიორგი სულაშვილსა და კობა ლეთოდიანს კი თვალიც კი დაუზიანდათ. 


close დახურვა