logo
ENG



გერმანელი მინისტრი ამბობს, რომ Nord Stream 2-ისკენ სწრაფვა იყო ბერლინის წვლილი უკრაინის ომში

30 ნოე 202208:59
3 წუთის საკითხავი
clock 667
2022/11/30/cyiqmdfgbq723pk.jpg

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა აღიარა, რომ გერმანია პასუხისმგებელია რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინაში, რადგანაც გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს უჭერდა მხარს.

"იმის გათვალისწინებით, რას ვაკეთებთ დღეს, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის რეალიზაციის გადაწყვეტილება იყო გერმანიის წვლილი უკრაინის ომში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა - თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ", - თქვა ბუშმანმა ბერლინში G7-ის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე.

როგორც POLITICO წერს, იუსტიციის მინისტრის განცხადება ირიბად ეწინააღმდეგება კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდა გაზსადენს. ჯერ კიდევ გასულის წლის დეკემბერში შოლცმა ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს "კერძო სექტორის პროექტი" უწოდა.


close დახურვა