logo
ENG



გვენეტაძე: ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო

04 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
clock 492

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის განხილვამდე, სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან საქართველოს მთავრობა ეფექტურად გაუმკლავდა პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას, ის ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები მის ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.

„2019 წელი საკმაოდ გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. თუმცა, 2020 წელიც არანაკლები იქნება. მე ვისაუბრებ ბევრ საკითხზე, ეკონომიკურ მიმდინარეობებზე, რომელიც ხდებოდა 2019 წელს, რეფორმებზე, რომელსაც ახორციელებდა ეროვნული ბანკი და ზოგადად როგორ გაუმკლავდა ის ამ გამოწვევებს. იმის გამო, რომ საქართველოს საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საჩვენებელი ქეისია, თუ სამედიცინო თვალსაზრისით როგორ გაუმკლავდა ამ ქეისს. არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო ადრე მოხდება, უფრო კარგი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დიდი კატაკლიზმების შემთხვევაშიც კი, ახლაც გვაქვს უპრეცედენტო შოკი მსოფლიოში და საქართველოშიც, ყველაზე კარგი საშუალება, რომ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეთ არის სწორი მაკროეკონომიკური რეაგირება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს მასთან მწვავე კითხვები აქვთ.


close დახურვა