logo
ENG



გომელაური: ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანით ფრენა, შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია

29 ივლ 202221:16
3 წუთის საკითხავი
clock 1153
გომელაური: ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანით ფრენა, შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია

რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენი არ ჩაირთოს, არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც და, ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი რატომ ხდება ამ პარაპლანების აქ ხშირად ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს არ დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა და უკვე შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პროფესიონალები. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, გაჩერდება.


close დახურვა