logo
ENG



გომის მთაზე, სადაც 1 ადამიანი გაიყინა, კიდევ 3 კაცს მაშველები 8 საათია უშედეგოდ ეძებენ

12 მარ 202116:32
3 წუთის საკითხავი
clock 2015
2021/03/12/e5nk1dkm1ekheij.jpg

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულებულია. 

კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება. ასევე ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება.

ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი უკვე 8 საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას.

 

close დახურვა