logo
ENG



გოცირიძე: გამიხარდება, თუ მეორე ტურში უგულავა და ჩვენი კანდიდატი გავლენ, მოვუგებთ

04 აგვ 202013:18
3 წუთის საკითხავი
clock 471
გოცირიძე: გამიხარდება, თუ მეორე ტურში უგულავა და ჩვენი კანდიდატი გავლენ, მოვუგებთ
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯრომარის რომან გოცირიძის თქმით, "გაუხარდება, თუ მეორე ტურში გავლენ გიგი უგულავა და მათი კანდიდატი". მისივე თქმით, მეორე ტურში ენმ-ს კანდიდატი მოიგებს და "ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი".

გოცირიძის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას "ძალიან სერიოზული" კანდიდატები ეყოლება. 

"მით უმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და მთელი სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა გოცირიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოდან ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გუშინ წარადგინა. კანდიდატთა სია იხილეთ აქ.

close დახურვა