logo
ENG



დავითულიანი მელიას ოფისის დაწვაზე: ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან, უმკაცრეს პასუხს მიიღებს

16 ნოე 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 1867
2020/11/16/66mw3sxgqipazad.png

ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი გლდანში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვას გამოეხმაურა.

დავითულიანმა აღნიშნა, რომ მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს და დამნაშავე "უმკაცრეს პასუხს მიიღებს".

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინა რეაგირება. გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გაარკვევს გამოძიება", - განაცხადა დავითულიანმა.

დღეს, 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. როგორც ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.


close დახურვა