logo
ENG



დეპუტატები: ივანიშვილი პოლიტიკაში რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს

30 ივნ 202220:26
3 წუთის საკითხავი
clock 941
2022/06/30/51oupxtgx2py6f6.png

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები აქვს დაწესებული, რის გაოფიციალურებაც ევროპარლამენტარებმა რეზოლუციით სცადეს.

დეპუტატების თქმით, ძალებმა რომლებმაც სანქციების პირდაპირ დაწესება სცადეს საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე გადაიფიქრეს ამის გაკეთება, „სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა”.

სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის აზრით, "ძალების" ინტერესია ბიძინა ივანიშვილი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში და რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ, ან ეს მითითება მიაცემინონ ქართული ოცნების ლიდერებისთვის.

„ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.“ - წერია განცხადებაში.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ივანიშვილს მთელი გუნდი განსაკუთრებულ პატივს სცემს და მას აქვს რესურსი პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს.

მათი აზრით, "ძალები" ხედავენ, რომ  კობახიძე-ღარიბაშვილის გადარწმუნება, შესაბამისად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს ომში ჩართვა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

"ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით” - აცხადებენ ყოფილი დეპუტატები.

ოცნებიდან წასულების თქმით, შესაძლოა დიდი იყოს წნეხი ბიძინა ივანიშვილზე „იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს” - აცხადებენ ყოფილი დეპუტატები.

 

close დახურვა