logo
ENG



ექიმი სააკაშვილზე: გუშინ რომ გადაეყვანათ, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა

19 ნოე 202101:21
3 წუთის საკითხავი
clock 435
ექიმი სააკაშვილზე: გუშინ რომ გადაეყვანათ, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი გუშინ რომ გადაეყვანათ კერძო კლინიკაში, შეიძლება, დღეს გულის წასვლის ეპიზოდი არ ყოფილიყო. 

ექიმის თქმით, მსიი რეკომენდაციაა, რომ სერიოზულ გართულებამდე საქმე არ მვიიდეს და მანამდე გადაიყვანონ საავადმყოფოში. 

"ჩემი აზრით, არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია, იყოს. ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. 

გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა", - თქვა ექიმმა ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. 

18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. 

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას. 

"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა. 


close დახურვა