logo
ENG



ექიმი ქუჩაში კაცის სიკვდილზე: ხანძარზე ვიყავით, ჩავიცვით და მოვედით, სხვა არაფერი შეგვიძლია

30 ნოე 202016:47
3 წუთის საკითხავი
clock 667
2020/11/30/8tg4c95jgv6oxnq.png

დღეს, 30 ნოემბერს, დილით გორის ცენტრში, ქუჩაში 60 წლის კაცი გარდაიცვალა. 

თვითმხილველების თქმით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. თუმცა, კაცი სასწრაფოს მოსვლამდე დაიღუპა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა თქვა, რომ როცა ადგილზე მოვიდნენ, კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. 

ექიმისვე თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო გორში 8-ის ნაცვლად 4 ბრიგადა მუშაობს. 

"ხანძარზე ვიყავით, მოვედით, გავიხადეთ ფორმა, ჩავიცვით ეკიპირება და გამოვედით გამოძახებაზე. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია. რომ მოვედით, კაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. ჩვენ არ ვჩერდებით არც დღე, არც ღამე". - თქვა სასწრაფოს ექიმმა. 


close დახურვა