logo
ENG



ვინც ვერ მოდის ტაძარში, შეუძლია სახლში ილოცოს, ეს მათ რწმენას არ აკნინებს - მეუფე გრიგოლი

29 მარ 202012:27
3 წუთის საკითხავი
clock 466

ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა გუშინ გვიან ღამით აღევლინა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მრევლს ახალი წესები გააცნო და თქვა, რომ  ტაძარში ლოცვა არასოდეს არ შეწყდება.

„ჩვენ ვიმოქმედებთ საგანგებო მდგომაროების პირობებიდან გამომდინარე. ღვთისმსახურება არ შეწყდება. ვინც ვერ მოდის ტაძარში, შეუძლია, სახლში ილოცოს - ეს მათ რწმენას არ აკნინებს", - ამბობს მეუფე გრიგოლი.

დღეიდან ყოველ კვირას დღის განმავლობაში სამჯერ ჩატარდება წირვა, რათა მრევლს შეუფერხებლად შეეძლოს დასწრება, ამავდროულად კი თავიდან იქნას აცილებული ერთდროულად დიდი რაოდენობის მლოცველის თავშეყრა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


close დახურვა