logo
ENG



ვოლკერი: საოკუპაციო ხაზთან მოსვლა მნიშვნელოვანია, რათა არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქაა

04 სექ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock 837
2022/09/04/lfemh3uvdjvz5aq.jpg

აქ [ოძისში] მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხალხს შევახსენოთ, რომ ეს ისევ გრძელდება. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყო ეს კვლავ გრძელდება, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცენტრირებული, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა. ეს საქართველოშიც იყო 2008 წელს, მათ მოახდინეს მოლდოვის ნაწილის ოკუპაციაც. ისინი უფრო სასტიკები არიან ახლა უკრაინაში, მეტ ტერიტორიას იტაცებენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ერთი და იგივე რამის ნაწილია. და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ისევ აქაა.

 
 

close დახურვა