logo
ENG



ზეთი 27%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით - რამდენით გაძვირდა სურსათი 2020 წელს

04 იან 202115:14
3 წუთის საკითხავი
clock 1265
2021/01/04/ml9vaeejfeb56s4.png

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2020 წელს, წლიურმა ინფლაციამ 2.4 % შეადგინა. როგორც საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული, ფასები გაიზარდა ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და ჯანმრთელობის დაცვა.

კერძოდ გაზრდილი ფასები ამ სფეროებში ასე გადანაწილდა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი).

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას: ფასები მომატებულია 9.6 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

სრულად ინფლაციის მაჩვენებლის სანახავად გადადით ბმულზე


close დახურვა