logo
ENG



თამარ გაბუნია: როცა COVID 19-ის ტესტის პასუხს ველოდებით, სამსახურში არ უნდა გავიდეთ

23 სექ 202019:34
3 წუთის საკითხავი
clock 2347
l5wr3fv3ivs5hnk.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საზოგადოებას მოუწოდებს, როდესაც კორონავირუსის ტესტის პასუხი იგვიანებს, ამ პერიოდში თვითიზოლაციაში დარჩნენ და სამსახურში არ გავიდნენ.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩასატარებელი ტესტების რაოდენობა გაიზარდა, რამაც PCR ტესტის პასუხის გაგების დაყოვნება გამოიწვია. 

"იყო გარკვეული გადავადება ტესტის პასუხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო პერიოდში ტესტების რაოდენობამ, 10 ათასს და 12 ათასს გადააჭარბა. ეს იყო იმაზე მეტი, რაც ლაბორატორიებს შეეძლოთ 24 საათის განმავლობაში შეესრულებინათ. ჩვენი სისტემა 24 საათის განმავლობაში პასუხის დაბრუნების რეჟიმზე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში იყო ჯგუფები, როდესაც გახანგრძლივებული დრო დაგვჭირდა - 2-3 და 4 დღე. ბევრი ქვეყანა 24 საათიან მაჩვენებელს ვერ აღწევს და 3-4 დღე სჭირდება PCR პასუხის დაბრუნებას.

საქართველოში ტესტის პასუხის გვიან დაბრუნება ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული იყო მასალის აღების ხარვეზთან, ეს ხარვეზები სისტემურად ცნობილია. მუდმივად მიდის მუშაობა, რომ ხარვეზები იქნას გამოვლენილი და პასუხგაცემული. როდესაც კორონავირუსზე ტესტის პასუხის დაყოვნებით ხდება, პასუხის მოლოდინში სამსახურში არ უნდა იარონ. ვიდრე პასუხს არ გაიგებენ მანამდე თავი უნდა შეიკვაონ სამსახურში სიარულისგან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 244 ტესტი გაკეთდა

საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა