logo
ENG



თურქეთში რამდენიმე საათის წინ მომხდარ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა

21 თებ 202301:12
3 წუთის საკითხავი
clock 552
2023/02/21/pyiytda2p8q06dh.jpg

თურქეთში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 213 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Anadolu ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ერთი ადამიანი ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა, ერთი დეფნეში, მესამე კი სამანდაგის რაიონში. ამ დროისთვის სამივე ლოკაციაზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თურქეთში დღეს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 32 ბიძგი მოჰყვა. მისი სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდა იყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე შენობა დაზიანდა.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.


close დახურვა