logo
ENG



ივლისში ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდა, ბოლო 7 თვეში - 5,8%-ით - წინასწარი შეფასება

31 აგვ 202011:16
3 წუთის საკითხავი
clock 711

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს კონომიკა 5,5%-ით შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

"წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) შემცირდა 5.5%-ით.

2020 წლის იანვარ-ივლისში მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია,"- წერია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.


close დახურვა