logo
ENG



იმნაძე: ავიცრებით, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ავიცრებით, გველის ის დღეები, რაც აგვისტოში

23 სექ 202115:44
3 წუთის საკითხავი
clock 2304
იმნაძე: ავიცრებით, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ავიცრებით, გველის ის დღეები, რაც აგვისტოში
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეს რაოდენობა არის  იმის მეოთხედი ჩვენი მოსახლეობის, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, რაც მთავარია, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობა არის ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები. რომ შევადაროთ, ასევე, სერბეთს - ავადობა თითქმის ისეთია, როგორიც ჩვენთან. ბრიტანეთში არის ჩვენზე ათჯერ ნაკლები სიკვდილიანობა, სერბეთშიც ჩვენზე გაცილებით ნაკლები. ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო, კიდევ უფრო კატასტროფული, აგვისტოში.


close დახურვა