logo
ENG



იმნაძე: მომავალი თვე იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს, ვატაროთ პირბადე

16 აპრ 202122:51
3 წუთის საკითხავი
clock 864
იმნაძე: მომავალი თვე იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს, ვატაროთ პირბადე

მომავალი ერთი თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს. თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავთ წესებს, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ გვახსოვს, რა იყო ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. გვინდა გავუძვრეთ ეს ერთი თვე, შევიკავოთ თავი დიდი სუფრებისაგან, შევიკავოთ თავი საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩენისგან.

მესმის, ძალიან ძნელია, ამდენი ხანია პირბადით დავდივართ, ყველას მობეზრდა. ეს არის ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთმოფრთხილების გრძნობა, ბოლო-ბოლო უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე რომ გამოჩნდები.


close დახურვა