logo
ENG



ისევ მაქვს ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობა ასე მარტივად ვერ მოხდებოდა - რამიშვილი

25 ივლ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 457

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობა და გარკვეული სურათი მომხდართან დაკავშირებით უკვე ჩამოუყალიბდა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრი ექსპერტიზა არის დანიშნული. ამასთან, ადვოკატს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეაქვს. 

„ძალიან ბევრი ექსპერტიზა არის დანიშნული. რაც საქმეს სჭირდებოდა,  ყველაფერზეა დანიშნული ეს ექსპერტიზები. მაქვს ის ეჭვი, რომ ასე მარტივად არ მოხდებოდა თვითმკვლელობა. 1 და 2 საათში გაცნობილ ჩვენებებზე დაყრდნობით გამიჭირდება დეტალებზე საუბარი.

თვითმკვლელობის ძალიან ბევრი ფორმაა პრაქტიკაში. ადამიანს შეიძლება ისეთი გარემო შეუქმნა, რომ ვითომ თავი მოიკლა, ამ დროს კი მოკლა, თუმცა ისეთი გარემო იქნება შექმნილი, თითქოს თავი მოიკლა.

რაც შეეხება ჩემ კითხვებს, ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, 5-დღიან ძებნასთან, რომელიც მიმდინარეობდა და თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები”, - განაცხადა რამიშვილმა. 

დღეს ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. მას დღეს დაკრძალავენ. 


close დახურვა