logo
ENG



კალაძე გახარიაზე: პირველი პირი იყო და სამხარაულს არ ენდობა, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

23 სექ 202121:54
3 წუთის საკითხავი
clock 946
კალაძე გახარიაზე: პირველი პირი იყო და სამხარაულს არ ენდობა, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "ძალიან მძიმე" იყო როდესაც გიორგი გახარია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდო და ნარკოტესტი უცხოურ კლინიკაში ჩაიტარა. ამაზე კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე დაიწყო.  

"მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც პირველი ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში. თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებით და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადრეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა. თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ქვეყანაში. მას უნდობლობა გამოუცხადა, რაც ძალიან მძიმეა. კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო", - თქვა კალაძემ.

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.

 


close დახურვა