logo
ENG



კაპანაძე: I მოსმენით მიღებულ კანონს ვერ გაიწვევ, II მოსმენაზე უნდა ჩააგდო - ეგ იქნება საქმე

09 მარ 202311:06
3 წუთის საკითხავი
clock 687
2023/03/09/dif568r2a0i2t81.png

არასამთავრობო ორგანიზაცია Grass-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ არსებობს.

როგორც კაპანაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ქართულ ოცნებას მართლა სურს კანონპროექტის გაწვევა, კენჭისყრაზე მეორე მოსმენით უნდა ჩააგდოს.

"ჯერ არაა ეს პატარა ბრძოლა ბოლომდე მიყვანილი. უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის "გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩიბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო. ამიტომ საქმით უნდა აჩვენო "გაწვევა". ანუ დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ეგ იქნება საქმე. მერე ისევ შეუძლიათ შემობრუნება, განა არ იკადრებენ, მაგრამ ახლა "გაწვევა" იქნება ეს. პ.ს. და ყველა დაკავებული უპირობოდ უნდა გაუშვან"- აცხადებს კაპანაზე.

ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ  რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".


close დახურვა