logo
ENG



კაპანაძე: ფოთში 1-ელ უბანზე ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ მას ხმა უკვე მიცემული ჰქონდა

31 ოქტ 202013:19
3 წუთის საკითხავი
clock 831

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე ბევრი დარღვევა გამოვლინდა.  

მისი თქმით, ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც ხმის მისაცემად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ.

"ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები როდესაც ამომრჩეველი, რომელიც მივიდა ხმის მისაცემად, მაგალითი არის ფოთში პირველი საარჩევნო უბანი, აღმოაჩინა რომ მას უკვე ხმა ჰქონდათ მიცემული, უკვე ის ადამიანები ხელმოწერილები და დაფიქსირებული იყვნენ იმ სიაში. ასეთი შემთხვევები სხვაგანაც არის როგორც ჩანს და ამას თუ მასიური ხასიათი ექნა, ეს არის სერიოზული პრობლემა",-განაცხადა კაპანაძემ.

გარდა ამისა, სერგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება ხდება. როგორც კაპანაძე განმარტავს, ხობში, 12-ე სკოლასთან სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით აშინებს.

"გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებას. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გამგებლები, სკოლის დირექტორები, აშკარად უბნის წინ იმ 25 მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით, რომელიც კანონით არის დადგენილი ეწევიან აგიტაციას და რაც მთავარია, ემუქრებიან ამომრჩეველს და ეუბნებიან, რომ მივიდნენ ხმა მისცენ ქართულ ოცნებას, თორემ მათ სოციალურ დახმარებას წაართმევენ.

კონკრეტული მაგალითი ამასთან დაკავშირებით გვაქვს ხობში, 12-ე უბანთან, სადაც სკოლის გამგებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორი, რომელიც გამგებლის და არის, ხალხს აშინებდა სოციალური დახმარების მოხსნით",-თქვა კაპანაძემ.


close დახურვა