logo
ENG



კარლ ჰარცელი - საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ასეთ რთულ დროს იყო

26 მარ 202011:37
3 წუთის საკითხავი
clock 463

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს აფასებს.

კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ,,საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ასეთ რთულ დროს იყოს“.

დიპლომატი აცხადებს, რომ დროულად დაწესებული შეზღუდვები კარგი ტაქტიკაა და საქართველოს მთავრობასა და ქართველ პოლიტიკოსებს სწორი გზის არჩევას ულოცავს. კარლ ჰარცელი ასევე კმაყოფილებას გამოთქვამს ქართველი ექიმების მუშაობასთან დაკავშირებით.

„ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით –იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

 


close დახურვა