logo
ENG



კობახიძე: მაჟორიტარებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, I ტურის ბედი მცირედმა გადაწყვიტოს

31 ოქტ 202016:02
3 წუთის საკითხავი
clock 968
კობახიძე: მაჟორიტარებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, I ტურის ბედი მცირედმა გადაწყვიტოს

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 15:00 საათისთვის მმართველ გუნდს 700 000-მა კაცმა მისცა ხმა. მან მხარდამჭერს კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში წასვლისკენ და აღნიშნა, რომ მაჟორიტარებში, შესაძლოა, ხმების მცირედმა რაოდენობამ გადაწყვიტოს პირველი ტურის ბედი.

კობახიძის თქმით, რაც უფრო იაქტიურებს ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში.

"15:00 საათისთვის 700 000-ზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენს კანდიდატებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი", - აღნიშნა კობახიძემ. 

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, თუ ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, ქრთამის გამცემიც და ამღებიც პასუხისგებაშია მისაცემი.

 


close დახურვა