logo
ENG



კობახიძე: ომში უპირატესობა აქვს რუსეთს, 1-2 კვირაა უკრაინას დასახლებული პუნქტი არ აუღია

09 თებ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock 600
კობახიძე: ომში უპირატესობა აქვს რუსეთს, 1-2 კვირაა უკრაინას დასახლებული პუნქტი არ აუღია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 9 თებერვალს კვლავ გაიმეორა, რომ ომში რუსეთს უპირატესობა აქვს.

მისი თქმით, მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა უკრაინას არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია იმ დროს, როცა მინიმუმ 1 კვირაში რუსებმა 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღეს.

"[რუსეთის უპირატესობა] ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე, უცხოელი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.

საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე, ხარკოვის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%, ანუ საერთო ჯამში უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ, 8 თებერვალს კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია.


close დახურვა