logo
ENG



მამულაშვილი: ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას თუ არა

08 დეკ 202200:05
3 წუთის საკითხავი
clock 872
2022/12/08/i1882euowv330vx.jpg

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, გააკეთებს თუ არა პოლიტიკურ განცხადებას. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არაა, მე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, მე მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი. ამაზე არ არის ლაპარაკი.

მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს ქართული ლეგიონი აკეთებს - ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა, მეგობრობის გამყარება. მოვუწოდებ ამ პოლიტიკურმა გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად არ არის მისაღები, დაიცვან საქართველოს ინტერესები და არა გაატარონ რუსული პოლიტიკა საქართველოში", - განაცხადა მან.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი ქართველი "პირდაპირაა ასოცირებული" ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ შორის დაასახელა მამუკა მამულაშვილი და თქვა, რომ ის დღესაც "პარტიის მოქმედი წევრია". ღარიბაშვილმა მას "პოლიტიკურად ანგაჟირებული" უწოდა და განაცხადა, რომ მამულაშვილი საერთაშორისო კონფერენციებზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

"თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ, რა სტილია", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა