logo
ENG



მე-9 დღეა კახეთში კაცს ეძებენ, ახლობლების თქმით, მას თან დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა

13 იან 202217:34
3 წუთის საკითხავი
clock 4407

კახეთში 42 წლის კაცს მე-9 დღეა ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, კაცი სახლიდან 4 იანვრის დილას სოფელ ყარაჯალის მიმართულებით გავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. 

ოჯახის წევრების ცნობით, ის პირუტყვის შეძენას გეგმავდა და თან 32 000 ლარი ჰქონდა.  დაკარგულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ კაცი თანხის გამო გაეტაცებინათ

არსებული ინფორმაციით, ის პიუტყვის შესაძენად ერთ-ერთ მოქალაქესთან ერთად მიდიოდა. ფორმულა ჩავიდა იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაკარგული უნდა წასულიყო, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ს მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 


close დახურვა