logo
ENG



მედია წერს, რომ G20 სამიტზე ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსეთი უარყოფს

14 ნოე 202213:32
3 წუთის საკითხავი
clock 782

Bloomberg წერს, რომ ინდონეზიაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას უარყოფს რუსეთი.

რუსულმა სახელმწიფო მედიამ TASS-მა გაავრცელა ლავროვის კომენტარიც და აღნიშნა, რომ ის სასტუმროში იმყოფება.

"სასტუმროში ვარ, ხვალინდელი სამიტისთვის მასალებს ვკითხულობ", - განაცხადა მან TASS-ის ცნობით.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში. რაც შეეხება პუტინს, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. მის ნაცვლად სამიტში მონაწილეობას სერგეი ლავროვი იღებს.


close დახურვა