logo
ENG



მერკელის თქმით, შესაძლოა, მის გადადგომას უკრაინაში პუტინის ომის დაწყებაზე გავლენა ჰქონდა

18 ივნ 202201:48
3 წუთის საკითხავი
clock 1034
2022/06/18/chkdhf41kxuu7sq.jpg

უკრაინული გამოცემა Europeiska Pravda-ს ინფორმაციით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა RND-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ, შესაძლოა, პუტინის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

მედიის ცნობით, გერმანიის ყოფილი კანცლერი აცხადებს, რომ მისი მხრიდან პოსტის დატოვებამ, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

„შესაძლოა ჩემმა პოსტის დატოვებამ წვლილი შეიტანა [უკრაინაში რუსეთის შეჭრაში], ისევე როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან სამხედროების გაყვანამ და მინსკის შეთანხმების განხორციელებაში შეფერხებებმა.

„აშკარა იყო, რომ მე ვეღარ დავრჩებოდი ოფისში და შესაბამისად, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გასულ წლებში რამდენიმე მცდელობა [კონფლიქტის მოგვარების] არ იყო ნაყოფიერი“ - განაცხადა მერკელმა.

მანამდე გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გადადგომის შემდეგ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში „საკუთარ თავს არ ადანაშაულებს“.

საპასუხოდ უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა მერკელის მხრიდან საკუთარი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში რუსეთისადმი პოლიტიკის გამართლების მცდელობა გააკრიტიკა.

ივნისის დასაწყისში კი მერკელმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას "ბარბაროსული ომი" უწოდა.

8 ივნისს გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში კი გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის MAP-ის მინიჭებას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ, ეს შესაძლოა პუტინს ომის გამოცხადებად მიეღო, რაც უკრაინას მეტ ზიანს მოუტანდა.

მერკელმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაიცვა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარი პოზიცია.


close დახურვა