logo
ENG



მეუფე გრიგოლი: ხელისუფლება უფრო კონკრეტული უნდა იყოს, რათა ყველაფერი ეკლესიას არ დაბრალდეს

18 აპრ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 467

ფოთისა და ხობის ეპისკოპოსის მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებით, ღამის 12 საათზე დღეს ყველა ტაძარში დარეკავენ ზარებს. ეს იქნება მოწოდება მრევლისთვის, რომ დაიწყონ ლოცვა. რაც შეეხება სააღდგომო მსახურებას, ის დილის 7 საათზე დაიწყება, ხოლო მონასტრებში ღამისთევის მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. 

მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იყოს უფრო მეტად კონკრეტული, რათა ყველაფერი ეკლესიას არ დაბრალდეს.

„მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ღამის 12 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი. ეს ზარი ყველასათვის იქნება მოწოდება, ნიშანი, რომ ყველამ ერთად ამ დროს დავიწყოთ ლოცვა და სულიერად გავერთიანდეთ. თუ შობას ფანჯრებიდან დანთებული სანთლები გვაერთიანებს, ნუთუ ტაძარში დარეკილი ზარი და ქრისტეს აღდგომის მადლი არ გაგვაერთიანებს? 

რაც შეეხება მდგომარეობის გამკაცრებას, რომ ყოფილიყო მეტი ურთიერთგაგება ამ პრობლემის დასაწყისში, შეიძლება არ ყოფილიყო გამკაცრება. ერთი რამ ცხადია, როდესაც საპატრიარქოში მოდიოდნენ და მის უწმინდესობას ამის შესახებ ეუბნებოდნენ, იმდენად დიდი კრძალვით, მორიდებით და უხერხულობით საუბრობდნენ ამ პრობლემაზე, რომ დამაჯერებლობა აკლდათ. მარტო ეკლესიას ბრალს ნუ დავდებთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 


close დახურვა