logo
ENG



პიკის პერიოდი იქნება თვის ბოლოს, ვვარაუდობ, რომ 1000 შემთხვევას არ უნდა გადასცდეს - ცერცვაძე

25 აპრ 202022:04
3 წუთის საკითხავი
clock 922

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ჯანმრთელობის ფორმულას“ ეთერში განაცხადა, აპრილის ბოლოს ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან, ხოლო შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც დაიწყება ინფიცირებულთა კლება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში - ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევაა დაფიქსირებული - აქედან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა